ფეხბურთი

13:19 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარი – სამი ძმა კაშაროები

გიბრალტარის საფეხბურთო ასოციაცია უეფას 54-ე წევრი შარშან გახდა. შესაბამისად, გიბრალტარელებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობის უფლება დართეს და ისინი D ჯგუფში საქართველოსთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და პოლონეთთან ერთად მოხვდნენ.

გიბრალტარის საფეხბურთო ასოციაცია 1895 წელს შეიქმნა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1907 წელს შეიქმნა. თავის დროზე, ამ კუნძულზე ისეთ კლუბები სტუმრობდნენ, როგორიც მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკოა”.  

გიბრალტარის ეროვნული ნაკრები ამჟამად ერთადერთია ევროპაში, რომლის რიგებში 3 ძმა თამაშობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ერთდროულად სამ ძმა არველაძეს უასპარეზია.

ლი, რაიან და კაილ კაშაროები დიდი ხანია ნაკრებში გამოდიან. უფროსმა ძმამ ლიმ სეზონის დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის მიზეზით გამოტოვა, მაგრამ ევრო-2016-ის სტარტზე პოლონეთთან შეხვედრისთვის მზად იქნება. უმცროსმა ძმამ კაილმა ივნისში მალტასთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა და გიბრალტარის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. სამივე ძმა ადგილობრივ “ლინკოლნში” ასპარეზობს.

გიბრალტარის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ 8 გუნდი თამაშობს. გასული სეზონის 56 მატჩში, ადგილობრივ ჩემპიონატში 243 გოლი გავიდა. საშუალოდ, 4 ბურთზე მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარის მოსახლეობა მხოლოდ 30000 ადამიანს შეადგენს, უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უმაღლესი დივიზიონის შეხვედრებს გულშემატკივრები არ აკლია. სხვადასხვა გუნდების ქომაგები ერთმანეთს კარგად იცნობენ და თბილი ურთიერთობა აქვთ. მატჩების დროს ტრიბუნებზე დაპირისპირება ფაქტობრივად გამორიცხულია.

გიბრალტარის ცენტრალური სტადიონი “ვიქტორია” 5000 მაყურებელს იტევს. ის უნიკალურ ადგილზე მდებარეობს. მისგან ჩრდილოეთით თვითმფრინავების ასაფრენი ზოლია, ხოლო საპირისპირო მხარეს უზარმაზარი გიბრალტარის მთაა. გამომდინარე იქიდან, რომ “ვიქტორია” ფიფასა და უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამ ქვეყნის ნაკრები ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საშინაო მატჩებს პორტუგალიის ქალაქ ფარუში ჩაატარებს.

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების გიბრალტარს სწორედ პორტუგალიაში დაუპირისპირდება.

თეგებიგიბრალტარი
0.112534