რაგბი

16:49 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღია ვარჯიში რუმინეთამდე

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, შაბათს გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ დღეს დილით “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

ვარჯიშამდე სტადიონზე მისულ გულშემატკივარს საშუალება ჰქონდა ეხილა და სურათები გადაეღო მსოფლიო თასთან, მერე კი, მოედანზე “ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა გამოჩნდა და ორსაათიანი ვარჯიში გაჩაღდა. მოთელვის შემდეგ გუნდი ორად გაიყო და მორკინალებმა დერეფანში ბურთის მოგებაზე და სწრაფი იერიშის გაშლაზე, ან მოლის შეკვრაზე იმუშავეს. ამ დროს უკანახაზელები დერეფნიდან თუ მოლიდან გამოსული ბურთის გათამაშებაზე ვარჯიშობდნენ.

მერე შემადგენლობა გაერთიანდა და მორაგბეებმა რაქის გაწმენდაზე და მეტოქის რაქში ბურთის მოპოვებაზე იმუშავეს, სულ ბოლოს კი, 15-15-ზე სათამაშო სიტუაციები დახვეწეს. სამწუხაროდ, კისერი იტკინა და ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა “ლელოს” მგეზავმა ლაშა ხმალაძემ და ამ პერიოდში სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი ლაშა მალაღურაძემ დაიკავა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის თქმით, საშიში არაფერია და ხმალაძემ თამაში უნდა მოახერხოს.

საქართველოს ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თემაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “შესანიშნავი მოვლენაა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოიტანეს მსოფლიო თასი და გულშემატკივარს მისი ხილვის, სურათების გადაღების საშუალება მიეცა. ეს ყველაფერი რაგბის პოპულარიზაციისთვის კეთდება. ორგანიზატორები ცდილობენ, რომ მსოფლიო თასის წინ ის ყველა მონაწილე ქვეყანაში ჩაიტანონ. ეს ფაქტი და ის, რომ შაბათის თამაში ინტერნეტის საშუალებით მთელს მსოფლიოში გადაიცემა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი და რუმინეთის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.

ყველა ხვდება, რომ ორივე ეს ნაკრები უკვე ისე გაიზარდა, რომ ერთა თასის დონეს ასცდა. ლონდონში ყოფნისას ეს თემაც განვიხილეთ და ვფირობ, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ სერიოზულად დაიწყება საუბარი იმაზე, თუ სად უნდა იასპარეზონ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებმა.

რაც შეეხება უშუალოდ მომავალ თამაშს, ყველა გულშემატკივარმა იცის მისი ფასი. გამარჯვებული იღებს ყველაფერს და პლუს დიდ პატივისცემას მსოფლიო სარაგბო საზოგადოებისგან და აქედან გამომდინარე, ბევრ სიკეთეს. თანაბარი ძალის გუნდებს შორის უმნიშვნელოვანესი თამაშია და ჩემი ღრმა რწმენით, აქ უდიდეს მნიშვნელობას იძენს გულშემატკივარის ფაქტორი. ეჭვი არ მეპარება, რომ სტადიონი გაივსება და ჩვენი ერთგული გულშემატკივარი მეთქევსმეტე მოთამაშის ფუნქციას შეასრულებს”.

მერაბ კვირიკაშვილი: “რუსეთთან მცირედი შეცდომები გვქონდა, ესპანეთთან უფრო მეტი. რუმინეთი ძლიერი გუნდია და ის უკვე შევაფასეთ სათანადოდ. თამაშამდე ერთი ვარჯიში დაგვრჩა და ის მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ. შაბათს ვეცდებით, ურთულესი კონკურენტის დამარცხებით დავამტკიცოთ, რომ მეშვიდე გუნდი ვართ ევროპაში. მინდა მაყურებელს მოვუწოდო, ვთხოვო, რომ გვერდით დაგვიდგნენ და მაქსიმალურად დაგვიჭირონ მხარი”.

დავით კაჭარავა: მომავალი თამაშისთვის ჩვენი გუნდის ტაქტიკა არ შეიცვლება და ისე ვითამაშებთ, როგორც ერთა თასის დანარჩენი მატჩები ჩავატარეთ. მეტოქის ძალის გათვალისწინებით მხოლოდ მცირედი დეტალები შეიცვლება. იმედია, ამ დეტალებს უშუალოდ მოედანზე კარგად განვახორციელებთ და შაბათის თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

-       რუმინეთის ნაკრებთან ზედიზედ ოთხი თამაშია არ წაგვიგია. ამჟამად როგორ ფორმაშია ჩვენი მომავალი მეტოქე?

-       წინა წლებთან შედარებით, რუმინეთი აშკარად უკეთაა მომზადებული. ჩვენ თანაბარი დონის  გუნდები ვართ, მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და იმედია, შაბათ სათამოს ყველანი კარგ ხასიათზე ვიქნებით.

მერაბ შარიქაძე: ესპანეთთან განწყობის არქონაზე საუბარი გადამეტებულია, უბრალოდ, არის შემთხვევები, როდესაც რაღაც არ გამოგდის. სწორედ ასეთი თამაში იყო ესპანეთში. გვქონდა ხარვეზები, ჩვენი საუკეთესო მხარე ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ გამარჯვება შევძელით. ჩავარდნები ხდება. ახლა მთავარია განვვითარდეთ და რუმინეთთან ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც გვინდა და გვეკადრება.

-       როგორც წესი, ასეთი შემთხვევების შემდეგ გუნდი განსაკუთრებულად ინდომებს.

-       ვარჯიშზეც ითქვა, რომ ზედმეტად მონდომებულებიც კი ვიყავით და                                             ამან ხელი შეგვიშალა, რაღაცეები ისე არ გაკეთდა, როგორც უნდა ყოფილიყო.     მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამოსწორდა და ჩემის აზრით, ვარჯიში იდეალურად დასრულდა.

-       რას უნდა ველოდოთ მომავალი თამაშისგან?

-       რუმინეთთან მატჩის წინ ხმამაღალი განცხადების გაკეთება ვფიქრობ, გამართლებული არ იქნება. თანაბარი ძალის გუნდები ვართ, მოგების ერთნაირი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ სახლში ვთამაშობთ. მაყურებლის თანადგომის დიდი იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბიჭები ბოლომდე ვიბრძოლებთ, თავს მოვიკლავთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

-       ის, რომ სტადიონზე მსოფლიო თასი იქნება, თქვენთვის რაიმე მნიშვნელობისაა?

-       ეს დამატებითი სტიმულია. საქართველოში ის პირველად ჩამოიტანეს და შორიდანაც რომ ვუყურებ ამ თასს, უკვე კარგი ხასიათზე ვდგები. 

 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 17 კეპი, 5 ქულა), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 7, 0), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 23, 5), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 20, 5), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 43, 40), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 14, 15), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 11, 0), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 60, 15), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 19, 5), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 37, 35), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 74, 50), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 15, 0), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 56, 120), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 27, 15), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 10, 5), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 31, 25), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 41, 5); გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 21, 0), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 10, 0), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 30, 15), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 45, 107), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 76, 538), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 71, 70), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 75, 110), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 14, 15), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 71, 120), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 22, 35), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 14, 52), ირაკლი ყიასაშვილი (14, 29).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეხუთე რაუნდი

15 მარტი

საქართველო - რუმინეთი

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი

 

1          რუმინეთი                    9          8           1          0          233-84             38
2 საქართველო 9 8 1 0 264-97 37
3 რუსეთი 9 5 0 4 185-229 23
4 პორტუგალია 9 2 1 6 121-194 11
5 ესპანეთი 9 1 2 6 131-219 11
6 ბელგია 9 0 1 8 114-225 6

 

საქართველოსა და რუმინეთის ყველა მატჩი

17 (7 შინ, 8 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) 8-8-1; ქ.: 310:324; ლ.: 26:29

1998 წელი. 18 ნოემბერი

დუბლინი (ირლანდია). მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 27:23

2000 წელი. 2 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი

საქართველო - რუმინეთი 20:23

2001 წელი. 7 აპრილი

ბუქარესტი. ერთა თასი

რუმინეთი - საქართველო 20:31

2002 წელი. 6 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 23:31

2003 წელი. 30 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 6:19

2004 წელი. 27 მარტი

იაში (რუმინეთი). ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 25:18

2005 წელი. 12 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 20:13

2006 წელი. 25 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 35:10

2006 წელი. 7 ოქტომბერი

ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 20:8

2007 წელი. 3 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 17:20

2008 წელი. 9 თებერვალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 22:7

2009 წელი. 14 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 28:23

2010 წელი. 13 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 22:10

2011 წელი. 12 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 18:11

2011 წელი. 28 სექტემბერი

ახალი ზელანდია. პამერსთონი. მსოფლიო თასი

საქართველო - რუმინეთი 25:9

2012 წელი. 10 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 13:19

2013 წელი. 16 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 9:9

0.382972