ფეხბურთი

3:09 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში სტუმრებს არ უმართლებთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე–7 ტურის შაბათს გამართულ მატჩებში, 3 ქულა ვერცერთმა სტუმრად მოთამაშე კლუბმა მოიპოვა. შეიძლება ითქვას, დღემ მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგებით ჩაიარა.

იურგენ კლოპის გუნდი „სიგნალ იდუნა პარკზე“ „ფრაიბურგს“ დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. 35–ე წუთზე, მარკო როისმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და მასპინძლები დააწინაურა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, გერმანელმა თერთმეტმეტრიანით იხეირა და დუბლი გაიფორმა.

ცხადი იყო, რომ კლოპის გუნდი 2–ბურთიან უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა. გასარკვევი ის იყო, კიდევ რამდენ გოლს გაიტანდნენ დორტმუნდელები. 58–ე წუთზე, მასპინძელთა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქის საჯარიმოში თამაშის დიდოსტატია – პოლონელი ბრწყინვალედ გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში 3:0 გახადა. რამდენიმე წუთში, ლევანდოვსკი თანაგუნდელის გადაცემას გამოეხმაურა და ბურთი დაუცველ კარში იოლად მოათავსა. საბოლოო შედეგი იაკუბ ბლაშჩიკოვსმიმ დააფიქსირა – 5:0.

„ვოლფსბურგის“ სახით, არცთუ იოლი მეტოქე ჰყავდა „ბაიერნს“, მაგრამ მიუნხენელებმა 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. „რეკორდმაისტერს“ „მგლების“ დასამარცხებლად გოლიც ეყო – უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ტომას მიულერმა ფრანკ რიბერის პასი დაუფასა და როგორც შემდეგ გაირკვა, „სამქულიანიც“ გაიტანა.

შედეგიანი ფრეები დაფიქსირდა ერთბაშად ორ მატჩში – „ჰოფენჰაიმმა“ და „შალკემ“ ერთმანეთს 3–3 გოლი გაუტანეს, „აინტრახტმა“ და „ჰამბურგმა“ კი, 2–2 ბურთი იკმარეს.

სამი ჰიპიას „ლევერკუზენმა“ „ჰანოვერს“ პირველ ტაიმში 2 გოლი გაუტანა, რაც 3 ქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა. სიმონ როლფესის ზუსტი თავურის შემდეგ, სიდნეი სემმა იხეირა და ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.

რაც შეეხება „ჰერტასა“ და „მაინცის“ მატჩს, ბერლინელებმა 3:1 იმარჯვეს. სამწუხაროდ, ქართველი ლევან კობიაშვილი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო იყო.

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80000

დორტმუნდი – ფრაიბურგი 5:0 (2:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, დურმი, შაჰინი, ბენდერი (კირხი 46), მხითარიანი (ჰოფმანი 62), გროსკროიცი, როისი (ბლაშჩიკოვსკი 62), ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, სორგი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი (ჰეფლერი 66), კოკლენი (ჰენი 46), შმიდი, ფრაისი (გუედე 74), მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 1:0 როისი (35), 2:0 როისი (45პ.), 3:0 ლევანდოვსკი (58), 4:0 ლევანდოვსკი (70), 5:0 ბლაშჩიკოვსკი (79)

გაფრთხილება: სორგი (89)

გაძევება: დიანე (45)

კარში დარტყმა: 27 (17) – 2 (1) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 10 - 0 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 – 12

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 25198

ლევერკუზენი – ჰანოვერი 2:0 (2:0)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, რაინარცი, როლფესი, სემი (ოზტუნალი 88), ბენდერი (კანი 46), კისლინგი, ჰიუნ–მინი (კრუზი 83).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი, სანე, ჰუსტი, შტინდლი, ბიტენკორტი (შლაუდრაფი 60), ია კონანი, სობეხი (დიუფი 60, პრიბი 79)).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 1:0 როლფესი (23), 2:0 სემი (37)

კარში დარტყმა: 19 (9) – 8 (3) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 7

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 41000

ჰერტა – მაინცი 3:1 (0:1)

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, რონი (შულცი 64), ვან დენ ბერგი, ბენ–ჰატირა (ვაგნერი 89), ჯიგერჯი (ალაგი 46), ჰოსოგაი, ლუსტენბერგერი, შლებრედი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

მაინცი: მიულერი, ნოვესკი (ფათხი 46), ჩჟუ–ჰუ, პოსპეხი, სვენსონი (ბელი 68), გეისი, მიულერი, ზიმლინგი, შუპო–მოტინგი, ოკაზაკი (სლიშკოვიჩი 80), შაჰინი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 მიულერი (8), 1:1 ალაგი (48), 2:1 ალაგი (73), 3:1 ბენ–ჰატირა (74)

გაფრთხილება: პეკარიკი (86) – მიულერი (1), ნოვესკი (39), სლიშკოვიჩი (83), ზიმლინგი (83)

კარში დარტყმა: 9 (4) – 7 (2) ჯარიმა: 26 - 24 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 1

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ვოლფსბურგი 1:0 (0:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რიბერი, შვაინშტაიგერი (კროოსი 62), მიულერი, რობენი (შაქირი 62), მანჯუკიჩი (კირჰგოფი 86).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, შეფერი (პერიშიჩი 68), როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, დიეგო, ჩჟა–ჩოლი (არნოლდი 82), პოლაკი, ტრეში, ოლიჩი (კალიჯური 84).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 1:0 მიულერი (63)

გაფრთხილება: შვაინშტაიგერი (26), მანჯუკიჩი (73) – დიეგო (28)

კარში დარტყმა: 11 (8) – 4 (3) ჯარიმა: 14 - 24 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 7

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 30000

ჰოფენჰაიმი – შალკე 3:3 (1:3)

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი (ტესკერი 70), აბრაჰამი, ვესტერგორი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (შტრობლი 46), ფირმინო, ელიუნუსი, მოდესტი (შიპლოკი 88), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, აოგო, მატიპი, ჯონსი (ნოიშტედტერი 87), ბოატენგი, ფარფანი, კლემენსი (გორეცკა 62), ჰიოგერი, მაიერი (სალაი 78).

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 ბოატენგი (3), 0:2 მატიპი (13), 1:2 მოდესტი (16), 1:3 ჰიოგერი (41), 2:3 ფირმინო (48პ.), 3:3 აბრაჰამი (61)

გაფრთხილება: პოლანსკი (59), ელიუნუსი (70), ტესკერი (74) – მაიერი (57), ბოატენგი (79)

კარში დარტყმა: 12 (10) – 12 (7) ჯარიმა: 26 - 24 კუთხური: 2 - 7 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 4 – 7

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 50700

აინტრახტი – ჰამბურგი 2:2 (1:1)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა (ინუი 73), აიგნერი, ფლიუმი, როდე, კადლეცი (ლაკიჩი 87).

მწვრთნელი: არმინ ფე

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, ტა, ვან დერ ვარტი, ბაისტერი (ზუა 75), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ (ირაჩეკი 90), ლასოგა.

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

გოლი: 1:0 ფლიუმი (31), 1:1 ლასოგა (45), 2:1 რუსი (54), 2:2 იანსენი (86)

გაფრთხილება: რუსი (90) – არსლანი (46)

კარში დარტყმა: 9 (6) – 11 (7) ჯარიმა: 23 - 17 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 5 – 4

 

1. დორტმუნდი 7 6 1 0 21:5 19
2. ბაიერნი 7 6 1 0 14:2 19
3. ლევერკუზენი 7 6 0 1 17:7 18
4. ჰანოვერი 7 4 0 3 10:10 12
5. ჰერტა 7 3 2 2 13:8 11
6. გლადბახი 7 3 1 3 17:13 10
7. აუგსბურგი 7 3 1 3 8:11 10
8. ჰოფენჰაიმი 7 2 3 2 18:18 9
9. ვოლფსბურგი 7 3 0 4 9:9 9
10. ვერდერი 6 3 0 3 5:8 9
11. მაინცი 7 3 0 4 10:15 9
12. აინტრახტი 7 2 2 3 10:12 8
13. შალკე 7 2 2 3 10:16 8
14. შტუტგარტი 6 2 1 3 11:9 7
15. ჰამბურგი 7 1 2 4 12:19 5
16. ნიურნბეგრი 6 0 4 2 6:9 4
17. ფრაიბურგი 7 0 3 4 8:17 3
18. ბრაუნშვაიგი 6 0 1 5 3:14 1
0.12226