ფეხბურთი

14:21 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას ლარს ბენდერი გამოაკლდა

 

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ლევერკუზენის” ნახევარმცველმა ლარს ბენდერმა საწვრთნელი პროცესის დროს ტრავმა მიიღო და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.

“დიდი იმედგაცრუებაა, როცა ვინმე ტურნირის დაწყებამდე ტრავმის მიზეზით გაკლდება. ბენდერის დაზიანება ძალიან მეწყინა. ვიცი, რომ ლარსს მუნდიალზე თამაშის დიდი იმედი ჰქონდა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”, - განაცხადა ალემანთა დამრიგებელმა იოხიმ ლიოვმა.

ჯერჯერობით, ლარს ბენდერის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი, უცნობია, მაგრამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ 25 წლის ნახევარმცველი მუნდიალზე ვერ გაემგზავრება.

0.121798