ფეხბურთი

13:25 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას ლარს ბენდერი გამოაკლდა

 

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ყაზახეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ნახევარმცველი ლარს ბენდერი ვერ დაეხმარება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა.

საქმე ისაა, რომ ბენდერს მარცხენა ფეხი აწუხებს და იძულებულია, იუქმოს. ალემანთა სამწვრთნელო შტაბმა “ლევერკუზენის” ნახევარმცველი სანაკრებო სიიდან უკვე ამოიღო.

შეგახსენებთ, რომ გერმანელები ყაზახებს ზედიზედ 2-ჯერ – 22 და 26 მარტს დაუპირისპირდებიან.

0.116766