ჩოგბურთი

12:59 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებთან რაფას გარეშე

 გერმანელთა წინააღმდეგ დევისის თასის მატჩში რეიტინგსიის ლიდერი რაფა ნადალი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირენელთა კაპიტანმა კარლოს მოიამ აუწყა. ესპანელთა კაპიტანისვე გადაწყვეტილებით გერმანელთა პირისპირ დავიდ ფერერი, ფელისიანო ლოპესი, ფერნანდო ვერდასკო და დავიდ მარერო წარსდგებიან. მატჩი ფრანკფურტში, 31 იანვარს-2 თებერვალს ჩატარდება.

შეგახსენებთ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნადალი ესპანეთის ნაკრებს შარშან დაუბრუნდა და თანანაკრებელებს დევისის თასის ელიტურ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დაეხმარა – პირენელებმა უკრაინას მოუგეს.

რაფა 2004, 2009 და 2011 წლების დევისის თასის ჩემპიონია, 2012-ში კი ნადალის გარეშე მოთამაშე იბერიელებმა ჩეხებთან ფინალური შეხვედრა დათმეს. ესპანელებს დევისის თასი 2000 და 2008 წლებშიც მოუგიათ.

0.128119