ბუნდესლიგის 2013-14 წლების სეზონის პირველი ტური უხვგოლიანი გამოდგა. 18 გუნდიდან მეტოქის კარის აღება თხუთმეტმა მოახერხა. ჩატარებულ 9 მატჩში 38 გოლი გავიდა, რაც თამაშში, საშუალოდ, 4 ბურთზე მეტია.
უხვგოლიანობით გამოირჩა კვირა დღის მატჩებიც. „მაინცისა“ და „შტუტგარტის“ შეხვედრაში 5 გოლი გავიდა, რაც „შალკე“-„ჰამბურგის“ დაპირისპირების შედეგზე ერთი ბურთთ ნაკლებია.
„შალკე“ „ჰამბურგს“ ფავორიტის სტატუსით დაუხვდა და გელზენკირხენელებმა სწრაფი გოლით დაწინაურებაც მოახერხეს, მაგრამ მოგვიანებით, კელერის გუნდი 2-ჯერ აგებდა. საბოლოოდ, „შალკემ“ გათანაბრება და ქულის აღება მოახერხა.
მაინცი-შტუტგარტი 3:2 (1:1)
მაინცი, “კოფასე არენა” 30279
მაინცი (4-2-3-1): მიულერი, პოსპეში, სვენსონი, ნოვესკი, პარკი, გეისი (ბუნგერტი 90), ბაუმგარტლინგერი, ოკაზაკი, ზიმლინგი (ჩუპო-მოტინგი 76), ნ. მიულერი, პოლტერი (მორიტცი 78).
მწვრთნელი: თომას ტუხელი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი, შვააბი, ტასცი (რაუში 21), როკერი, საკაი, გენტნერი, ლაიტნერი (კაკაუ 68), ბოკა, ჰარნიკი, ტრაორე (აბდელაუე 82), იბისევიცი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია.
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (14), 1:1 იბისევიცი (16), 2:1 ოკაზაკი (65), 3:1 ნ. მიულერი (78), 3:2 ჰარნიკი (82).
გაფრთხილებები: პოლტერი 62 - ულრაიხი 37, როკერი 46, ლაიტნერი 51, ბოკა 85.
მსაჯი: ფლორიან მაიერი.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (7)-15 (7), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 7-1, სეივი: 5-4, ჯარიმა: 15-16.
შალკე-ჰამბურგი 3:3 (2:2)
გელზენკირხენი, “ფელტინს არენა” 61973
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი, ჯონსი, ნოიშტადტერი (სზალაი 58), ფარფანი, დრაქსლერი (გორეტზკა 23), კლემენსი, ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: იენს კელერი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი, დიკმაიერი, სობიეხი, ვესტერმანი, იანსენი, ბადელი (რინკონი 64), არსლანი, ბაიშტერი (რუდნევსი 82), ვან დერ ვაარტი, ზუა, ჯალანოღლუ (აოგო 74).
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი.
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (2), 1:1 ვან დერ ვაარტი (12, პენ), 1:2 ბაიშტერი (23), 2:2 ჰუნტელაარი (45+2), 2:3 სობიეხი (49), 3:3 სზალაი (72).
გაფრთხილებები: ფუხსი 44 - ვან დერ ვაარტი 4, არსლანი 35.
მსაჯი: მანუელ გრეფე.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 19 (11)-16 (12), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-4, სეივი: 9-8, ჯარიმა: 12-10.