სხვა

16:57 | 17.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გიას წარმატებული ნორვეგიული

პლიაჟის ფრენბურთის ქართულ წყვილ გეორ-გიასთვის ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსანდში გამართული მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. რენატო გომეშმა და ჟორჟე ტერშეირომ მეცხრე-მეთორმეტე ადგილები გაიყვეს, რისი წყალობითაც 240 სარეიტინგო ქულა და 6 ათასი დოლარი გამოიმუშავეს.
ძირითად ბადეში მე-17 ნომრად განთესილმა გეორ-გიამ საწყისი ოთხი მატჩიდან სამი მოიგო, ფლეი ოფის მომდევნო მატჩში კი მე-6 რეიტინგის მქონე ჩინელებთან (ვუ-ქსუ) 0:2 (9:21, 21:23) წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098787