პლიაჟის ფრენბურთის ვაჟთა ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ ქალთა დუეტ საქა-რთველოს მსგავსად, საფრანგეთის ქალაქ მარსელში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილები გაიყო, რისთვისაც 180 სარეიტინგო ქულა და 4 250 დოლარი ერგო.
ბრაზილიელებით (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) დაკომპლექტებულმა გეორ-გიამ ტურნირის სტარტზე თითო მოგება-წაგება მიითვალა, რასაც მეორე დღესაც ანალოგიური შედეგი წაამატა.
მე-16 რეიტინგის მქონე გომეშმა და ტერშეირომ დანიურ წყვილს (ჰოიერი-სოდერბერგი, მე-18) 2:0 (21:15, 21:15) სძლიეს, შემდეგ კი მე-7 ნომრად მიჩნეულ ჰოლანდიელებთან (ბოერსმა-შუილი, მე-7) 1:2 (21:15, 17:21, 13:15) დამარცხდნენ.
პლიაჟის ფრენბურთის ქართული წყვილები მორიგ ტურნირში 26 ივლისიდან ჩაებმებიან. ამ დღეს ავსტრიაში დიდი სლემის ეტაპი დაიწყება. საქა-რთველო სტარტს ძირითადი ბადიდან აიღებს, გეორ-გიას კი კვალიფიკაციის გავლა მოუწევს.







