სხვა

20:42 | 6.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გიამ ოცეულში შეაღწია

ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილები გაიყო, რისთვისაც 180 სარეიტინგო ქულა და 4 250 დოლარი გამოიმუშავა.
ბრაზილიელებით დაკომპლექტებულმა ქართულმა დუეტმა, ტურნირის პირველი დღის მსგავსად, დღესაც მოგებას წაგება შეუნაცვლა.
21-ე რეიტინგის მქონე გეორ-გიამ 27-ე ნომრად მიჩნეული ესტონელები (იაანი-ვესიკი) 2:0 (21:13, 24:22) დაამარცხა, შემდეგ კი მეცხრამეტედ განთესილ ამერიკელებთან (კინანი-ჯენინგსი) 0:2 (18:21, 21:23) წააგო.
სამწუხაროდ, შანხაის ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა ქალთა წყვილმა საქა-რთველომ. 22-ე ნომრად განთესილმა ჩვენმა გუნდმა ჩინურ ეტაპზე ორი მარცხი განიცადა: მე-11 რეიტინგის მქონე ბერძნებთან (ციარციანი-არვანიტი) 0:2 (13:21, 11:21) და ბრიტანელებთან (მალინი-დემპნი, 27-ე) – 1:2 (21:17, 16:21, 13:15).
საქა-რთველომ 25-32-ე ადგილები გაიყო და მხოლოდ 60 სარეიტინგო ქულასა და 2000 დოლარს გამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175037