სხვა

18:38 | 9.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გიამ 320 სარეიტინგო ქულა მიიღო

პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) პოლონეთის ქალაქ სტარე იაბლონკიში დასრულებულ მსოფლიო ტურის ეტაპზე მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილები გაიყო, რისთვისაც 320 სარეიტინგო ქულა და 8 ათასი დოლარი დაიმსახურა.
27-ე ნომრად განთესილმა გეორ-გიამ ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება მოიპოვა და ფლეი ოფში გააღწია, სადაც ესპანურ წყვილს (მესა-ლარიო) 2:0 (22:20, 21:19) სძლია. მერვედფინალში ბრაზილიელი ქართველები მომავალ ფინალისტებს ბრინკსა და რეკერმანს (გერმანია, მე-2 განთესვა) გადაეყარნენ და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 (21:19, 18:21, 9:15) დამარცხდნენ.
მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი სტარტს დღეიდან ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსანდში აიღებს. გეორ-გია და ქალთა წყვილი საქა-რთველო ასპარეზობაში ძირითადი ბადიდან ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092069