სხვა

2:04 | 16.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გია სხვათა შედეგების იმედზეა

პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ იტალიის დედალაქ რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს სახელით მოთამაშე ბრაზილიელები, რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო ამერიკულ წყვილთან (ფუერბრინგერი-ლუჩენა) 1:2 (21:18, 13:21, 10:15) დამარცხდნენ და G ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, თუმცა, ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო რაუნდში თორმეტი ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და რვა საუკეთესო მესამედგილოსანი გადის, ამდენად, 31-ე განთესვის მქონე გეორ-გია დღეს გასამართი მატჩების იმედადაა, რომელთა დასრულების შემდეგაც, სხვა ჯგუფებში ვითარებას ნათელი მოეფინება.
სამწუხაროდ, აღარაფერი უშველის ქალთა დუეტ საქა-რთველოს (კრისტინ სანტანა-ანდრეცა ჩაგაში), რომელმაც რომში სამივე შეხვედრა წააგო. 28-ე რეიტინგით მოასპარეზე ქართული წყვილი, ამჯერად, ფინელ დენ ნისტრომებთან დამარცხდა – 0:2 (16:21, 18:21) და D ჯგუფის ბოლო ადგილზე ისე აღმოჩნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე სეტიც კი არ მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091859