სხვა

17:02 | 10.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გია რუსებს მოსკოვში გაუსწორდა

პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ, რომელიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე ირჯება, მორიგ წარმატებას მიაღწია.
ბრაზილიელებით (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) დაკომლექტებულმა გეორ-გიამ საკვალიფიკაციო ბადეში ორი მატჩი სეტისწაუგებლად მოიგო და ძირითად ტურნირში 24-ე განთესვა მიიღო.
Q ჯგუფში მოხვედრილმა გომეშმა და ტერშეირომ პირველი მატჩი მე-9 რეიტინგის მქონე რუსებთან (ბარსუკი-კოლოდინსკი) გამართეს და ფავორიტად მიჩნეულ მასპიინძლებს 2:1 (18:21, 21:17, 15:9) სძლიეს.
გეორ-გია მოდევნო ორ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს. ბრაზილიელი ქართველები ჯერ ბრაზილიურ წყვილს (მარსიო არაუჟო-რიკარდო, მე-8 განთესვა) ეთამაშებიან, შემდეგ კი ლატვიელებს (სამოილოვსი-სოროკინსი, 25-ე) დაუპირისპირდებიან. ამ უკანსკნელთა ჯახში სამხრეთამერიკელებმა ევროპელებს 2:0 (21:19, 21:12) მოუგეს.
ქართულ წყვილს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება, თუმცა, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე (ჯგუფიდან მესამედგილოსნებიც გადიან), შესაძლოა, რუსთა ძლევაც ეყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164932