იტალიის დედაქალაქ რომში მსოფლიოს ჩემპიონატის საფლეიფო ბატალიები დაიწყო, თუმცა, მასში ქართველი წყვილები არ მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ ქალთა დუეტმა საქა-რთველომ ტურნირი გამარჯვების გარეშე დაასრულა, ვაჟთა წყვილი გეორ-გია კი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა, მომდევნო რაუნდის საგზური მაინც ვერ მიიღო.
მსოფლიოს პირველობის რეგლამენტის თანახმად, ფლეი ოფში თორმეტი ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და რვაც საუკეთესო მესამეადგილოსანი გადიოდა, მაგრამ გეორ-გიასთვის, რომელმაც G ჯგუფში ერთი მატჩი მოიგო და სწორედ მესამე პოზიციაზე გავიდა, 1/16-ფინალში ადგილი არ მოინახა.
საბოლოოდ, გეორ-გიამ ოცდამეცამეტე-ოცდამეთექვსმეტე ადგილები გაიყო და 50 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, საქა-რთველოს კი ოცდამეჩვიდმეტე-ორმოცდამერვე პოზიციებზე გასვლისთვის მხოლოდ 40 ქულა ერგო.







