სხვა

0:17 | 24.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გია ერთ გამარჯვებას დასჯერდა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს 2010 წლის ტურის პირველ ეტაპზე პლაჟის ფრენბურთში ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ (რენატო გომეში და ჟორჟ ტერშეირო) კიდევ ერთი მარცხი განიცადა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
მე-15 ნომრად განთესილმა ბრაზილიელმა ქართველებმა ტურნირზე მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმეს, გუშინ კი პირველი რეიტინგის მქონე ჰოლანდიელებთან (ნუმერდორი-შუილი) 0:2 (18:21, 16:21) წააგეს.
გეორ-გიამ კიდევ შვიდ წყვილთან ერთად მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილები გაიყო, რისთვისაც 120 სარეიტინგო ქულა და 2 800 დოლარი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094769