სხვა

14:19 | 2.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

გეორ-გია და საქა-რთველო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ

13-19 ივნისს, რომში, პლიაჟის ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც ქართული წყვილები - გეორ-გია და საქა-რთველოც იასპარეზებენ. უკვე ჩატარდა კენჭისყრა და საქართველოს წარმომადგენელი გუნდების მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა.
 კაცთა ჩემპიონატში 48 წყვილი თორმეტ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. ბრაზილიელი ფრენბურთელებით (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) დაკომპლექტებული გეორ-გია G ჯგუფში მოხვდა და ამერიკულ (ფუებრინგერი-ლუჩენა), ბრაზილიურ (ტიაგო-ჰარლი) და ავსტრალიურ (ბოემი-კაპა) დუეტებს ეთამაშება.
ფლეი ოფში გასასვლელად ჯგუფში პირველი ან მეორე პოზიციის დაკავება, ანაც საუკეთესო რვა მესამეადგილოსანს შორის მოხვედრაა საჭირო, რის შემდეგაც, ასპარეზობა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება. აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ნახევარი მილიონი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 60 ათასს მიიღებს.
ანალოგიური ფორმატი აქვს ქალთა პირველობასაც, რომელშიც საქა-რთველო (კრისტინ სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) ჩაერთვება და D ჯგუფში ჰოლანდიურ (კეიზერი-ვან ირსელი), ფინურ (დები ნისტრომები) და ნორვეგიულ (მაასეიდე-ინგრიდი) წყვილებს გაეჯიბრება.
“ჩვენს გუნდებს ასპარეზობა საკმაოდ თანაბარ ჯგუფებში მოუწევთ. ვფიქრობ, როგორც ქალთა, ისე ვაჟთა ნაკრები თავს გაართმევს ამოცანას და ქვეჯგუფიდან გავა. რომში რაც შეიძლება კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, ვინაიდან ეს ტურნირი ლონდონის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა და საკმაოდ მაღალი ქულები “თამაშდება”.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ორივე ნაკრები მონაწილეობას მიიღებს დიდი სლემის გათამაშებაში, რომელსაც ბეიჯინგი 6-11 ივნისს უმასპინძლებს. იმედი მაქვს, ქართული მასმედია მსოფლიოს პირველობას დიდ ყურადღებას დაუთმობს, რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს გულშემატკივართა ინტერესს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის ამ ლამაზი სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში” – განაცხადა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09286