ალბანურმა "ფლამურტარიმ" ნიკა გელაშვილთან კონტრაქტი გუშინ გააფორმა და ხვალ-ზეგ ფეხბურთელს ოფიციალურად წარადგენენ. როგორც იცით, ეს ის "ფლამურტარის", რომელმაც ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლნისის "სიონი" გამოთიშა.
გელაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ალბანეთში ითამაშებს. ცნობილი გახდა, რომ "ფლამურტარი" თურქ ინვესტორს უყიდია და ალბანეთის კვალობაზე, საკმაოდ კარგი ფინანსური პირობები შეუქმნა გუნდს.
"ყარაბაღის" ალბანელმა ლეგიონერმა, ნიკას ყოფილმა თანაგუნდელმა ანსი აგოლიმ კი განაცხადა, გელაშვილი "ფლამურტარისთვის" ბრწყინვალე შენაძენიაო.