ფეხბურთი

14:49 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილს “აინტრახტი” “გაუვლელ” მეტოქედ არ მიაჩნია

აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელის, ნიკა გელაშვილის აზრით, გერმანული “აინტრახტი” იმ გუნდების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომელთა ბარიერის დაძლევაც უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში აზერბაიჯანულ კლუბს არ ძალუძს.

“საკუთარი მოედნისა და გულშემატკივრების ფაქტორით უნდა ვისარგებლოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. თუ ეს მოვახერხეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მინიმუმ 50/50-ზეა. “აინტრახტი” იმ მეტოქეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომელთა “გავლაც” არ შეიძლება”, – იუწყება გელაშვილის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა apasport.az-ი.

განვლილ სეზონში გელაშვილი გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის “ბოხუმში” თამაშობდა და “ყარაბაღში” მიმდინარე ზაფხულში გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა აგდამურ კლუბში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ორი გოლი გაიტანა.

 

0.114953