ფეხბურთი

22:20 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა “ხაზარს” გაუტანა

აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატს 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით აგდამის “ყარაბახი” ჩაუდგა სათავეში. გასულ ტურში ამ გუნდმა შინ ლენქორანის “ხაზარი” 2:0 დაამარცხა, პირველი გოლი კი 26-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანა, რომელმაც მინდორზე 76 წუთი გაატარა.

დღესვე კახაბერ ცხადაძის მიერ დარიგებული ბაქოს “ინტერი” აზალ-ს დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ლომაიამ მე-10 წუთიდან ითამაშა, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე კი შეუცვლელად გაისარჯნენ. ”ინტერი” 3 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115968