აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს ნიკა გელაშვილი.
მე-12 ტურში, გათამაშების ლიდერმა აგდამის “ყარაბაღმა” თავის მოედანზე “გაბალას” 4:3 აჯობა, რაშიც “ლომის წვლილი” ქართველმა თავდამსხმელმა დაიდო.
გელაშვილმა 26-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე ნადიროვს გაატანინა. მალე მან მეტოქის კარი მეორედ აიღო. როდესაც ქართველი შეცვალეს “ყარაბაღი” 4:0 იგებდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ 3 გოლი გაუშვა. მიმდინარე სეზონში გელაშვილის აქტივში უკვე 5 გოლია. აქედან სამი, მან ბოლო ორ მატჩში გაიტანა.
აგდამელები 10-გუნდიანი პრემიერლიგის სათავეში 27 ქულით იმყოფებიან.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს, სტუმრად “ბაქისთან” 2:3 წააგო და 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში, “ორჰუსმა” შინ “ვიბორგს” 2:1 მოუგო. დავით დევდარიანი “ორჰუსის” რიგებში 58-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო მათე ვაწაძე თამაშში 82-ე წუთიდან ჩაერთო. დავით სხირტლაძე 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ორჰუსს” 21 ქულა აქვს და 12-გუნდიან სუპერლიგაში მესამე ადგილზეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, ტულის “არსენალი” მიიღო და 3:0 აჯობა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. “სკა-ენერგიას” 33 ქულა აქვს და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მეხუთეა.
სარანსკის “მორდოვიამ” სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეი” 4:2 დაამარცხა. აკაკი ხუბუტია სარანსკელთა თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. ქართველი ცენტრალური მცველი თავს შეუძლოდ გრძნობდა. “მორდოვია” გათამაშებას 46 ქულით ლიდერობს.
ვლადიკავკაზის “ალანიამ” შინ ნალჩიკის “სპარტაკს” 1:0 მოუგო. მასპინძლებში ტრავმირებულ ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას არ უასპარეზიათ. დავით სირაძე “სპარტაკის” სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. გუჯა რუხაია ნალჩიკელთა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “ალანია” 43 ქულით მეორე პოზიციაზე, ხოლო “სპარტაკი” 24 ქულით მეთხუთმეტეა.
ორენბურგის “გაზოვიკმა” თავის მოედანზე მოსკოვის “ტორპედოსთან” 0:2 წააგო. ზურაბ არზიანი ორენბურგელთა სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. “გაზოვიკი” 29 ქულით მეათეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბავშვებოო !!! (არადა მეც პატარა ვარ მაგრამ აქ ჩემზე პატარები წერთ აშკარად)
ასე იმიტომ მოგმართავთ რომ აზრი არ აქვს ვინ როგორ ითამაშა ვინ იცის დარტყმა და ვინ პასი , როდესაც მწვრთნელს შეგნებულად გამოჰყავს წაგებული შემადგენლობა , 4 ცენტრ ბექი !!!!!!!! - ით რომ თამაშობ თავიდანვე წაგებული ხაარ ...
მე ვამაყობ ბიჭებით რომლებმაც 5:1 ბრძოლაში წააგეს როდესაც 1 წუთიდან მწვრთნელმა წაგება დაუსახა მიზნად , გატეხილი გამოიყვანა გუნდი და კანკავას , გვილიას , პარუს და კვეკვეს - ერთმანეთის ხელის შეშლა დაავალა მწვრთნელმა შეგნებულად.
ეს იყო იმენაა ვაისის ფიასკო , ნორმალური შემასგენლობით ასეთი საშინელება არ მოხდებოდა
ძალიან ცუდად არჩევს შემადგენლობას, ამას ვაღიარებ მე, ერთ დროს ვაისის ყველაზე თავგამოდებული დამცველი
ისე ჩემი აზრით პენალტი იყო, მაგრამ მესამე ბურთი წესის დარღვევით გაიტანეს, არ უნდა ჩაეთვალა მსაჯს, და კიდევ ერთი პენალტი ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაენიშნა, აშკარად ხელით თამაში იყო საჯარიმოში.
კვირკველია და ხოჭოლავა კი აუცილებლად დაცვის ცენტრში უნდა იყვნენ სამომავლოდ ! წავიდა კაშიას დრო და ჯობია ღირსეულად წავიდეს. კანკავას ჟილკა,მონდომება არ დაეწუნება,მაგრამ პასის გაკეთება არ იცის ელემენტარულად
Saamtrediel
გეთანხმები.ჩაკვეტაძე და ჰა ჰა ქვილითაია.
შვიდასი ფეხბურთელი გვაკლდა, შვიდასი.
იმ მუქთამჭამელის რა ბრალია ხო.
მერე რა, რო ტიპს ჯერ ნაკრები რასაც ჰქვია, იმისთვის არ აქვს მოგებული (ამხანაგურში გავარდნის გარდა).
ერთი ეგ 6-7 ფეხბურთელი ვინ არის დამისახელეთ რა. მჭედლიძე, რომელსაც 2007 წლის მერე რომ ფეხბურთი არ უთამაშია? მე ჩაკვეტაძე მახსენდება მხოლოდ. სხვა არავინ. ჰა ჰა კვირკველია. ხოჭოლავა იქნება თუ გრიგალავა დიდი განსხვავება არ არის. ოქრიაშვილი სავარაუდოდ ვეღარ დაუბრუნდება მის ჩვეულ ფორმას, ამიტომ ეგეც დაივიწყეთ. ანანიძე გინდ ყოფილა და გინდ არა.
ფეხბურთელების უმრავლესობას ნაკრებში 15-20 მატჩის ფარგლებში აქვს ნათამაშევი, მეტი არა, 2-3 კაცს 10 მატჩიც კი არა. აი ეს იგულისხმება...
მერებაშვილზე იმედია აღარაფერს იტყვით მომავალში ! ფეხბურთში მთავარი ფიზიკაა ! ვისაც წინ და უკან სირბილი შეუძლია ეგ მერებაშვილია.
P.S ვაისის გათავისუფლება კიარა კანკავას და კაშიას წასვლა მოვითხოვოთ ყველას ჯობია !
მეც ეგ გავიფიქრე, ფიზიკური გამძკლეობის ხარჯზე დაცვის ტაქტიკას თუ არჩევდა ეს კაცი, სწორედ მერებაშვილი უნდა ეთამაშებინა, ბევრი სხვა ქართვლი ფეხბურთელისგან განსხვავებით ათლეტი მაინცაა.
ვაისის გათავისუფლებაა რო ითხოვთ ყველაზე ღადაობა ეგაა..ძირითადია 7-8 ფეხბურთელი გვაკლდა და რა ვაისის ბრალია ფეხბურთელებს ნიჭის ნატამალი რომარ გააჩნიათ ?
ნუ რა უნდა თქვა..ყველა სხვა პრობლემასთან ერთად 6-7 ძირითადის ფეხბურთელიც რომ გაკლია, ...!
ვაისი კი არა მოურინიოც რომ მოიყვანონ ისიც ვერაფერს ვერ გააკეთებს როცა 8 ძირითადი ფეხბურთელი გვაკლია და ასეთი უსაქმური ფეხბურთის ფუნქციონერები გვყავს @ ეხლა იმის გამო რომ 5-1 წავაგრთ იტყვიან გაპროტესტებას აზრი არა აქვსო და ზუსტად გადამწყვეტ მომენტებში "შეცდა" ის ნაბ.. მსაჯი განსაკუთრებით ლორია რომ დაიჭირეს და გავიდა გოლი იმ გოლის მერე აირიადა მოიშალა ჩვენი გუნდი @ რომ ხედავ ასეთ უნამუსო მსაჯობას ახალგაზრდა კი არა გამოცდილ ვარსკვლაქვებს გაუტყდებათ გული და აირდაირევიან @@ და კიდევ ვაისმა უნდა გაზარდოს ფეხბურთელები ისე რომ პატარა შეხებაზე მაკარონივით ძვლები არ სტყდებოდეთ ?? არავის არ აქვს ისეთი პრობლემები როგორც ჩვენ ფეხბურთელებს ! ბავშვებს უნდა სწორად გაზრდა !!!!
არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ , რასაც წერთ , მაგრამ ვაისი საჩვენო მწვრთნელი არაა . ერთი თამაში არ აქვს მის ხელში გუნდს ოდნავ ნორმალურ გუნდთან მოგებული . ისეთი შთაბეჭდილება მრჩება , ტიპმა შეტევის მნიშვნელობა არ იცის თითქოს , თუნდაც ჩვენისთანა მთხლე ფეხბურთელების ხელში .
ფიზიკის გარეშე არაფერი გამოვა, ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი და ყველაზე დიდი პრობლემა, სხვა უამრავ პრობლემებთან ერთად.
არანაირი ფიზიკა არა აქვთ ჩვენ ფეხბურთელებს და ტრავმებიი და ტრავმებიი გაუთავებლად
ხო ზუსტად ეგ პრობლემები გვიდგას სულ გაუთავებლად: ფეხბურთელების უთამაშებლობა ძირითად შემადგენლობებში, სუსტი ფიზიკა, გაუთავებელი ტრავმები და ასე შემდეგ.
კარგიი, ველოდებით ვაისის გათავისუფლების შესახებ სტატიას!
არველაძე სცადეთ მწვრთნელად./
ვაის წადი, გადი, გაააა/*ვი!
კობიაშვილო მოაშორე ეს დეგენერატი არსება ნაკრებს და მიაყოლე ამ ნაკრების 99 პროცენტი. ჩემპიონატის ფეხბურთელები ამაზე მეტი ანგარიშით ნამდვილად არ წააგებდნენ. რა გრიგალავა, რის პარუნაშვილი. წადით მოშორდით გადაშენდით ყველა. ჩვენი ცოდვა გედოთ კისერზე მთელი ცხოვრება კობიაშვილის თაოსნობით. ფუ თქვენი უნამუსო და უმაქნისი კეთილები...
მართალია ვარსკვლავები არ გვყავს , მაგრამ ვაისი გასაშვებია . ეს გუნდი არაა არანაირი თვალსაზრისით.არანაირი მონახაზები , ტაქტიკური სქემები და ა.შ. ქაოსური მოძრაობები გაუთავებლად
მოკლედ კობიაშვილმა ამ თამაშის მერე თუ არ გაანთავისუფლა ვაისი მრჩება შთაბეჭდილება რომ რაღაც წესრიგში არაა და ნუ გაიფუჭებ სახელს როცა ხალხი გაფასებს ჯერ კიდევ.
მსაჯის დედააც და მერე ჩვენი ფედერაციის ამ უნამუსობას თუ გაატარებენ და არ გააპროტესტებენ @@@
კიი, მსაჯობა კიდე სხვა სტიქიაა.
გამოიყვანე კვარაცხელია შე ჩემის გადანგრეულოო რაა @@@@
პენალი არანაირად არ იყო მსაჯის დედააც @ თანავ გაფრთხილებით @@
ბურთის დამჭერი გვჭირდება მეორე ტაიმში და ერთი სწრაფი ფეხბურთელი კვარაცხელია აუცილებლად უნდა შემოიყვანოს და გრძელი პასებე გაკეთდეს მაგაზე და ლობჟანიძეზე !
პენალი აგვეტეს რა...ეგეთი პენლები თუ დასადებია მაშინ ყველა თამაშში 3-4 უნდა დაიდოს. მე მეჩვენება, რომ მოლოდინისგან განსხვავებით უკეთ ვთამაშობთ..ნუ ლობჟანიძე სულაც უნდა ვათამაშოთ, ამ ეტაპზე ვინც გვყავს ყველას ჯობია
კიტეიშვილი და პარუნაშვილი შესაცვლელები არიან სასწრაფოდ !
კიტეიშვილს სპორტული სითამამე აკლია. თითქოს ვერ ბედავს გადაწყვეტილებების მიღებას. ზედმეტად ნერვიულობს. არადა შეუძლია ნორმალურად თამაში
ზუსტად იგივეს დავამატებდი ლობჟანიძეზე, ეს ბიჭი თუ გაიხსნა და უფრო თამამად ითამაშა, და უფრო თამამად მოუმატა დარტყმებს როცა ახლოს იმყოფება მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ან საჯარიმოში უფრო შედეგიანი იქნება და გოლებსაც შეყრის. ისე საბა ჩვენი ნაკრების ძირითად ფეხბურთელად მიმაჩნია.
ჟურნალისტებმა დადეთ ის მომენტი, რამდენად იყო პენალტი დასანიშნი?
მე ვერ დავინახე რომ პენალტი იყო, გამეორებაც არ იყო ნორმალური
დიდი ილუზია არ მქონდა რომ რამეს ვიზამდით, მარტო ერთი ფეხბურთელი თამაშობს ჩვენთან ფეხბურთს და ისიც ტრამვირებულია, მაგრამ პარუნაშვილის დაყენება საიდან მოიფიქრა ვაისმა? კაკაბაძეც შესაცვლელია, ვერ თამაშობს დღეს. საერთოდ არაფერი გამოსდის და ყველა ატყუებს ვისაც არ ეზარება.
დანიაში თამაშობს.
ეგ არ არის საკმარისი არგუმენტი.
ვაისმა ამოწურა რესურსი. უნდა წავიდეს ამ თამაშის შემდეგ. კარგი იქნება არველაძე რომ დანიშნონ
ადრე ვწერდი და ეხლა დასტურდება ჩემი სიტყვები რომ, კოსოვოს ყავს ძლიერი ნაკრებითქო და ეგ არის ფავორიტი ჩვენს ტურნირზე. ბულგარეთს უგებს გასვლაზე
კიტეიშვილს ვაკვირდები და სამწუხაროდ კოჭებში არ ეტკობა ,,ფეხბურთელობა"- ძალიან სუსტია.აწი უვე პერსექტივა 0, სამწუხაროა-პირადული არაფერი. ეს , რომ აქებენ და ფუჭი იმედები აქვთ-იმიტომ.....
მე მომწონს ლობჟანიძე როგორც ფეხბურთელი,ძალიან კარგია სწრაფი შეტევებისთვის
აშკარად არის რესურსი და ეს სირმანჯო ტრენერი რა ტაქტიკას და რა ანტიფეხბურთს ათამაშებს. აშკარად არ ვართ ასეთი სუსტი როორც ჩანს და რა ფეხბურთსაც ათამაშებს
მეგობრებო, ვინმეს მართლა გჯერათ,რომ ჩვენი ნაკრები წინააღმდეგობის გამწევია დანიისთვის,სურვილის ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ.... როგორც გიბლატარი ჩვენთან, ისე ვიქნებით დანიასთან, თუ უარესად არა კიდევ....მწარე რეალობაა....
მრცხვენია რომ თქვენ გგულშემატკივრობთ. მართლა მრცხვენია!
მადლობა..ნამდვილად არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი ესეთ პასუხს..თუმცა მაინც უბერავენ...
ვთქვათ მაგ 4 -დან 1 ვერ გავიდა...მაგალითად პორტუგალია)))))) ის დანარჩენი სამი შეიკრიბებიან ტყუილად და მისცემენ...ანდა ვთქვათ ვერ მოიგო , მერე ვის ერგება ეგ საგზური. ძალიან კაი ტურნირია, ჩვენთვის ხომ საერთოდ , მაგრამ ჯერ ალბათ ვერ დააწყეს კარგად რეგლამენტი და..
პასუხზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
არაფრის.
გასული გუნდები არ თამაშობენ პლეი-ოფს,ამ შემთხვევაში პირდაპირ გადაეცემა
ისეთი სასტავია ხუ ევო ზნაეტ რას უნდა ველოდოთ, პრინციპში სტანდარტული სასტავით შანსი არ გვექნებოდა და ასე ეჭვი მაქვს ისეთ არეულ თამაშს ითამაშებენ რომ დანიაც შეიძლება აჭრან.
ფეხბურთელების კლასში რომ უზარმაზარი განსხვავებაა ეგ არაფერი?
თქვენი არ ვიცი სასტავ მაგრამ მგონი მაგარ სიურპიზე შემოგვთავაზებს ეს სასტავი. ცენტრალური დაცვის წყვილი ნამდვილად უკეთესის სურვილს ტოვებს. დანარჩენ შემადგენლობას ჩემი აზრით არა უშავს რა
)
ერთი კითხვა მაქვს და ვერსად ვერ ამოვიკითხე ინტერნეტში ზუსტად, თუ ვინმემ იცით იქნებ ამიხსნათ..(და მთავარი არსი კითხვის ისაა, თუ რატომ ათამაშეს პორტუგალია, ჰოლანდია, ანუ ეგენი, ა ჯგუფი ეხლა და არა მაშინ როცა ჩვენ? და სპორტული თვალსაზრისით, სწორედაც შესარჩევის მერე უნდა იყოს ყველა).
აი გავიდა პორტუგალია ხომ..ეხლა რა ხდება მის ჯგუფში თუ პორტუგალია გავიდა 1-2-ზე ( თუმცა ეხლა შეიძლება საერთოდ დაიკიდოს და მეორე სასტავი ათამაშოს) იქ რა ხდება, მე-3 ადგილოსანი გადის ხო? თუ როგორაა? თუ ვინმემ იცით იქნებ დაწეროთ, მადლობა წინასწარ...ხო ან საერთოდ, იქნებ ადმინმა დაწეროს..
მე ლუქსემბურგის გასვლას ვბალეშიკობ რა და თუნდაც იმიტომ მაინტერესებს..მინდა რომ გავიდეს, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კარგი სტიმული იქნება.
ადმინ იქნებ ზუსტი წესები გვითხრა, მადლობა წინასწარ
პორტუგალიამ მოიგო ერთა ლიგა და არა საგზური ევროპის ჩემპიონატზე.ევროპის ჩემპიონატის საგზური ა-დივიზიონიდან(თუ ა-დივიზიონიდან ვინმე საგზურის გარეშე დარჩა) გათამაშდება შემდეგ წელს,იგივე პერიოდში,რომლეშიც დანარჩენი დივზიონების
ვაისს ალბათ ჰგონია, რომ დანია ან ვერ გაგვიტანს საერთოდ, ან მაქსიმუ 1...და იქნებ ერთი შემთხვევით გავიტანოთ..ესაა გეგმა.
ნუ რა ვიცი, უფლება არსებობის ამ გეგმას აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ მინიმუმ 2-3 გაგვიტანენ და ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე.
ნავალოვსკი საერთოდ ვერ გავიგე, დაცვაში ვერ ქაჩავს, კაი გაძვრა იქ სადღაც კუთხურთან, ჩაწოდება არ უვარგა, მითუმეტეს იმას რასაც ქვია თანამედროვე ჩაწოდება და არა პარაშუტი...კაი და ვთქვათ ჩააწოდა, იქ ვინ დახვდება? გვილია? თუ დაცვაზე გინდა აქცენტი, მაშინ დვალი დაამატე ამათ საერთოდ..ნუ არ ვიცი
ავტობუსის ვარიანტია
რახან დანიაში თამაშობს 2 ფეხბურთელი, "ზნაჩიტ" განამწესა შემადგენლობაში
თქვენი არ ვიცი და გრიგალავას დაყენება ფატალურობა მგონია დანიასთან
ნეტა არ ვიყო მართალი.
გრიგალავას წელს კარგი სეზონი აქვს მე უფრო კაშია მგონია რომ გაიდირკება
მე უფრო კაშია-გრიგალავას შეუთამაშებლობა მაშინებს
კიბატონო, მაგრამ ვერაფერს ვიზამდით. მაინც და მაინც ახლა გამოკვაკლდა ორივე ცენტრალური მცველი.
გრიგალავას მაგივრად ვის დააყენებდი?
ისევ ლაშა დვალს
ეს იმიტო, რო მახსოვს ნაკრებში იმის მაზილობები და თუ მართლა მოუმატა საგრძნობლად მაშინ მაგას რა ჯობია.
დვალმა ახლახანს გაიკეთა ოპერაცია და კლუბშიც დიდიხანია არ უთამაშია.
გრიგალავას კი ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. მაგის გუნდმა ევროპის ლიგაზე გამსვლელი ადგილი დაიკავა და თვითონ ამ გუნდში ერთერთი მთავარი ფიგურა იყო. ასე რომ ნამდვილად იმსახურებდა და ესაა ერთ-ერთი იშვიათი რამ, რაშიც ვაისი კრიტიკას არ იმსახურებს.