ფეხბურთი

11:15 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი: "მოხარული ვარ, რომ "ყარაბაღში" გადმოვედი"

გერმანული "ბოხუმიდან" აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" გადასულმა ნიკა გელაშვილმა განაცხადა, რომ ახალ გუნდში სადებიუტო მატჩს ელის.

"მოხარული ვარ, რომ "ყარაბაღში" გადმოვედი. ვიცი, რომ ეს გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს. წინ რთული გამოცდები გველის როგორც ევროპის ლიგაზე, ასევე ქვეყნის ჩემპიონატში. აქ წარმატების მისაღწევად მოვედი და მერწმუნეთ, გუნდის წინსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ველი ჩემს სადებიუტო შეხვედრას". - უთხრა გელაშვილმა კლუბის საიტს.  

თეგებიგელაშვილი
0.125314