აგდამის “ყარაბაღის” ქართველი ლეგიონერი ნიკა გელაშვილი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა თურქეთში შეკრებაზე ვარჯიშის დროს კოჭი იტკინა და ორი კვირის განმავლობაში ვერ ვარჯიშობდა.
აგდამელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გელაშვილი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა. თუ მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა, დღეს მოედანზე აზალ-თან მატჩშიც გაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ გელაშვილის გარდა, “ყარაბაღში” ჯაბა დვალიც თამაშობს.