ფეხბურთი

16:17 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი ათ დღეში დაიწყებს

აგდამის “ყარაბაღის” ქართველი თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ათ დღეში განაახლებს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა azerisport.com-ი იუწყება.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ტრავმა ოთხშაბათს, თურქეთში შეკრებაზე მყოფი აგდამელთა ვარჯიშის დროს მიიღო და მოედნიდან გაიყვანეს. ქართველმა თავდამსხმელმა კოჭი დაიზიანა და ჯერჯერობით ყავარჯნებით გადაადგილდება.

0.116024