სხვა

18:05 | 14.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილს ტექნიკა დაუწუნეს

ქართველი ელენე გედევანიშვილი ორეგონის შტატის მთავარქალაქ პორტლენდში გრან-პრის სერიის მეორე ეტაპში ჩაერთო, რომელშიც მის გარდა 11 გოგონა ასპარეზობს. ”როუზ გარდენში” მიმდინარე ”სკეიტ ამერიკაზე” სპორტსმენებმა მოკლე პროგრამა უკვე მოითავეს, რის შემდეგაც, ქართული ფიგურული სრიალის იმედი, 45.27 ქულით, მე-8 ადგილზე დამკვიდრდა.
20 წლის გედევანიშვილმა ტექნიკური კომპონენტებისთვის ძალიან ცოტა 20.41 ქულა (ბოლოსწინა მაჩვენებელი) მიიღო, პროგრამული ელემენტებისთვის კი 25.86 ქულა ერგო, რაც მე-4 შედეგი გახლდათ, თუმცა, საერთო წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა. სათქმელია ისიც, რომ ელენეს ერთი ქულა დაცემისთვის დააკლეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ, 60.28 ქულით წინ ევროპის სამგზის ჩემპიონი და ამასწინათ, NHK ტროფის გამარჯვებული იტალიელი კაროლინა კოსტნერი გაიჭრა, მისი უახლოესი მდევრები კი იაპონელი კანაკო მურაკამი (54.75) და შვედი იოში ჰელგესონი (51.17) არიან.
თავისუფალი პროგრამა დღეს გვიან ღამით შედგება, გედევანიშვილი კი პირველ ჯგუფში ბოლოსწინა ანუ მე-5 ნომრად ნომრად გამოვა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ NHK ტროფიზე, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს იაპონიის ქალაქ ნაგოიამ უმასპინძლა, ქართველმა გოგონამ მოკლე პროგრამაში მე-9 შედეგი (44.51 ქულა) აჩვენა, თავისუფალში კი მესამეზე (97.01) გავიდა და საბოლოოდ, მე-6 პოზიციას (141.52) დასჯერდა.
როგორც აღვნიშნეთ, ”სკეიტ ამერიკა” IშU-ს გრან-პრის სერიის ეტაპია, სადაც სპორტსმენები დეკემბერში გასამართ ფინალურ ტურნირზე მოსახვედრი ქულებისთვის იბრძვიან. პორტლენდური ტურნირის საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 15 ათასს მიიღებს, რეიტინგს კი 15 ქულით გაიმდიდრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098343