ფეხბურთი

17:20 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

Gds: ტიმოშჩუკი “ზენიტში” ბრუნდება

იტალიური La gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ “ბაიერნის” საკუთრებაში მყოფი უკრაინელი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას რუსულ “ზენიტში” განაგრძობს.

ტიმოშჩუკს “ბაიერნთან” კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. ცნობილია, რომ უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი მიუნხენს დატოვებს. თავად ფეხბურთელის თქმით, მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ხოლო თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, ტიმოშჩუკი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ზენიტში” ითამაშებს.

34 წლის ტიმოშჩუკს “ზენიტში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2007-09 წლებში, სანკტ-პეტერბურგულ კლუბში, მან 100 თამაში ჩაატარა.

0.116877