იტალიური La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ პსჟ-ს ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ფაბიო კაპელოს შვილი და აგენტი პიერფილიპო კაპელო “პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარიზელები იტალიელს წელიწადში 20 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ თუ აპენინურ პრესას დავუჯერებთ, კაპელომ საფრანგეთში მუშაობაზე უარი განაცხადა და რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა.