გორის “დილასა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველის, გულვერდ თომაშვილის ორენბურგის “გაზოვიკში” გადასვლა ჩაიშალა. ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა sportbox.ruიუწყება.
ორენბურგელთა მთავარი მწვრთნელის, რობერტ ევდოკიმოვის თქმით, ქართველ ფეხბურთელს რუსეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს და მისი ტრანსფერი ამიტომ ჩაიშალა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე “გაზოვიკში” ნახევარმცველი ზურაბ არზიანი გამოდის, რომელსაც ქართულთან ერთად, რუსული პასპორტიც აქვს.