"მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, რომ 18 წლის ქართველი მცველი ალეკო ჩაკვეტაძე ბერძნულ პაოკ-ში ვარჯიშობს – ძირითად გუნდში, რომელსაც ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი, ჰუბ სტევენსი თავკაცობს. ჩაკვეტაძის საკითხი უკვე გადაწყვეტის სტადიაშია, თუმცა სანამ ოფიციალურად არ გახდება ცნობილი, მანამდე ჩვენც მოვერიდებით.
ფეხბურთელის აგენტი გახლავთ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გოგა გახოკიძე, რომელიც სალონიკში ჩავიდა ტრანსფერის საკითხზე. გახოკიძეს ბერძნული პრესა გაესაუბრა და ის გოლიც გაიხსენეს, რომელიც მას ბერძნებისთვის აქვს გატანილი – უეფას თასზე, პსვ-პაოკ-ის შეხვედრაში. ეს 2001 წელს და ჰოლანდიურმა კლუბმა 4:1 მოიგო.
შეხსენებისთვის, ჩაკვეტაძეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით, ესპანეთის კარში აქვს გოლი გატანილი - "კასპიის თასზე" გამართულ შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა.
აქვე ვთქვათ, რომ პაოკ-ი მეორე ადგილზე გავიდა საბერძნეთის ჩემპიონატში და მიმდინარე სეზონშიც მეორეზეა. გიჟმაჟი ფანებით ცნობილი კლუბი ევროპის ლიგაზეც თამაშობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეკარემ გაიტანა გოლი ინგლისის პრემიერლიგაში მე-13 წამზე ))) მე-13 წამზევე აზრზე ხართ?
0?'>http://cup.ge/video/goalsandskills/3641--.html':'>http://cup.ge/video/goalsandskills/3641--.html'))
წარმატებები.არ შეარცხვინო გვარი
კარგი იქნება პაოკის ძირითად გუნდში თუ ითამაშებს ! წარმატებები ალეკო !
პაოკის მფლობელი საქართველოშია დაბადებული, წალკაში. ივან სავიდის.
იბრაჰიმოვიჩი რონალდუსა და მესის დონეს უტოლდება:
0?'>http://cup.ge/news/cl/3605--.html':'>http://cup.ge/news/cl/3605--.html'))
უქმეების საინტერესო მატჩების საინტერესო ფაქტები:
0?'>http://cup.ge/news/pl/liverpool/3602--.html':'>http://cup.ge/news/pl/liverpool/3602--.html'))