ფეხბურთი

14:36 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გავარდნენ რო?

კაცი ვერ გაიგებს, ვისი ბურთი ვის კარშია


ბოლო ტურმა უმელოდრამოდ მაინც არ ჩაიარა. მოგეხსენებათ, უკანასკნელი სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა იყო ვინ გავარდებოდა უმაღლესი ლიგიდან - ბათუმის “დინამო” თუ ბოლნისის “სიონი”. გამარჯვების შემთხვევაში, ელიტაში ბოლნისელები რჩებოდნენ. ასეც მოხდა, თუმცა არმაზ ჯელაძის შეგირდებს მანამდე ერთი დავიდარაბა გადახდათ თავს. 1:1-ზე მათ კარში პენალტი დაინიშნა და მარტვილელთა საუკეთესო მეგოლე საბა ლომიას ბურთი კარისთვის რომ არ აეცილებინა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. აკი მერე ჯელაძემაც თქვა – გაგვიმართლაო. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ სიონელებმა მალევე გაიტანეს მეორე გოლი და საბოლოოდ 2:1 მოიგეს, რაც მათ უმაღლესში დარჩენის გარანტიას აძლევდა.

ახლა მელოდრამაზეც ვთქვათ. გავარდნის მეორე “კანდიდატი”, ბათუმის “დინამო” რუსთავს სტუმრობდა და მხოლოდ მოგება უტოვებდა ლიგაში დარჩენის შანსს. ისიც, თუ “სიონი” ვერ გაიმარჯვებდა. ბათუმელები თავისას ცდილობდნენ და ერთი ყური პარალელური თამაშისკენ ჰქონდათ, სადაც “სიონს” არ უნდა მოეგო. როცა შეიტყვეს ბოლნისელები მარტვილში დაწინაურდნენო, ნირი წაუხდათ, თუმცა შეტევებს კვლავ განაგრძობდნენ. მერე ზღვისპირელი ქომაგები სიხარულით ახმაურდნენ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მარტვილელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ბათუმელებმა ბოლო წუთზე მაინც გაიტანეს და გაიმარჯვეს, თანაც გულწრფელად გაიხარეს, ალბათ არ იცოდნენ, რომ “სიონმაც” გაიმარჯვა. მალევე შეიტყვეს ეს ამბავი და მოედნიდან ყურჩამოყრილები გავიდნენ: “წინა ტურებში ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, ამდენი ქულა რომ არ გაგვენიავებინა, დღეს სხვაზე აღარ ვიქნებოდით დამოკიდებული. სამწუხაროდ, გავვარდით”, - თქვა მერე ბათუმელთა მწვრთნელმა ალექსანდრე კანტიძემ.

დასანანია, რომ ორივე ზღვისპირული გუნდი - ფოთის “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო” გავარდა. ფითელებს წლეულს დაარსებიდან 100 წლისთავი შეუსრულდათ და ამ თარიღის ფონზე მათი დაქვეითება კიდევ უფრო საწყნია. ბათუმელებს კი არც ხეირიანი საწვრთნელი ბაზა გააჩნიათ და არც სტადიონი, რაღაა სალაპარაკო…

ახლა კიდევ ერთი საინტერესო და გაუგებარი მოვლენის შესახებ. გავარდნენო ვამბობთ, მაგრამ გავარდნენ რო? ბოლო დროს კულუარებში უკვე ძალიან ხშირად გვესმის გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ. აი, მურთაზ ხურცილავამაც უთხრა “მსოფლიო სპორტს” უმაღლესში 16 გუნდი უნდა თამაშობდესო. შაბათს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა: წლეულს ფოთის გუნდის 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ. იმედი გვაქვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კეთილ ნებას გამოიჩენს და უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდით “კოლხეთს” ადგილს შეუნარჩუნებს. თუმცა, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტიაო. მოკლედ, როგორც ადრე იყო ხოლმე, ჩვენ არ გაშინებთ, მხოლოდ გთავაზობთო...…

მართლაც გაუგებარია, უმაღლესში 12 გუნდი გვყავს და წლეულს ნახევარი უსახსრობის გამო კინაღამ დაიშალა. 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგა კი რაღაც ყბადაღებული ლაზიკას მშენებლობას უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას. მით უმეტეს, რომ სფფ-ის ხელმძღვანელები კატეგორიულად გამორიცხავენ დებულებაში რაიმე რაოდენობრივ ცვლილებას.

საერთოდ, ფეხბურთი ქვეყნის სახეა და რაც ქვეყანაში ხდება, იგივე მეორდება ფეხბურთშიც. ზამთარში ჯერ “ზუგდიდში” მოხდა ერთი ალიაქოთი, ხელფასებს ვერ ვიღებთ და დაგვეხმარეთო. მერე გორში. იმის გარდა, რომ 2 თვის ხელფასები არ ჰქონდათ აღებული, თურმე კლუბის ევროთასზე სათამაშოდ საჭირო 2-მილიონიანი საგარანტიო წერილი სფფ-ის პრეზიდენტისთვის ქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ჩინოვნიკს მიუცია და მერე აღმოჩნდა, რომ რეალურად 2 მილიონი კი არა ანგარიშზე 200 ათასიც არ ყოფილა. ატყდა ერთი ამბავი, მთავრობა თუ არ დაგვეხმარება, გუნდი დაიშლებაო. ჩავიდნენ გორში ზვიად სიჭინავა და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ადგილობრივებს შეჰპირდნენ ყველაფერი კარგად იქნებაო და უკან გაბრუნდნენ. ამაზე ზესტაფონელები გაბრაზდნენ. მაგათ თუ აძლევთ ჩვენ რაღა დავაშავეთ, გორელებს ბიუჯეტი სწორად რომ დაეგეგმათ, ახლა ამ დღეში არ იქნებოდნენო. მათმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ თქვა, თუ მთავრობა დაგვეხმარება, ხომ კარგი, თუ არა და, გუნდს დავშლიო. ბოლოს კი გადაწყვიტა კლუბი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა. მერე ზესტაფონის გამგებელმა ნუგზარ ქამუშაძემ განაცხადა: ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო კოკაიას მომრთვა, ნამდვილად არ ვიყავით მზად ამისათვის. გუნდის შენახვის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, ბიუჯეტში უზარმაზრი გარღვევაა. პრინციპში, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რომ კლუბი მუნიციპალურ საკუთრებაში იყოს. მაგრამ საქმე ასე უცებ ვერ გადაწყდებაო.

მერე ერთმა დააყოლა, კოკაია გორელებს რომ ბიუჯეტის დაგეგმარებას უწუნებს, მაშ თვითონ რატომღა ჩავარდა ამ სიტუაციაშიო?!.

სიჭინავა და ყიფიანი ახლა ზესტაფონში ჩავიდნენ (თუმცა, ცალ-ცალკე) და იქაურებიც დაამშვიდეს: ყველაფერი კარგად იქნებაო.

მოკლედ, კაცი ვერ გაიგებს ვისი ბურთი ვის კარშია.

 

32-ე, ბოლო ტური. 18 მაისი.

I_VI ადგილებისთვის

ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი) 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბექა ტუღუში (18), 0:2 ნიკა ფირცხალავა (44), 0:3 მამია გავაშელიშვილი (57), 1:3 გიორგი გაბედავა (65), 1:4 გრიგოლ დოლიძე (78)

გაძევება: როინ ონიანი (“ზუგდიდი” 54)

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ნათან ჟუნიორი (10), 2:0 ლეონარდო რამოსი (30), 3:0 ნათან ჟუნიორი (33), 4:0 გოგიტა გოგუა (76)

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 პეტერ გრაიციარი (15), 2:0 ჯაბა დვალი (17), 2:1 ბოტი დემელი (37), 3:1 უსტარიცი (40), 4:1 პეტერ გრაიციარი (62), 5:1, 6:1 ჩისკო (66, 74)


1. დინამო (თბილისი) 32 24 6 2 88:23 78
2. დილა (გორი) 32 22 2 8 60:26 68
3. ტორპედო (ქუთაისი) 32 19 7 6 57:30 64
4. ჩიხურა (საჩხერე) 32 17 6 9 49:38 57
5. ზესტაფონი 32 12 6 14 35:38 42
6. ზუგდიდი 32 10 6 16 31:52 36

 

 VII_XII ადგილებისთვის

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი)1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დავით სვანიძე (8), 1:1 მამუკა ტორონჯაძე (62), 1:2 ლადო ახალაია (70)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვაჟა ქორიძე (90)

 

კოლხეთი (ფოთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ალექსანდრე ქორჩილავა (46), 2:0 ნიკოლოზ სიჭინავა (55)

 

1. მეტალურგი (რუსთავი) 32 12 8 12 29:35 44
2. მერანი (მარტვილი) 32 10 4 18 31:51 34
3. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 32 8 9 15 25:42 33
4. სიონი (ბოლნისი) 32 8 9 15 31:51 33
5. დინამო (ბათუმი)
32 8 7 17 39:55 31
6. კოლხეთი (ფოთი) 32 3 8 21 22:56 17

     მეგოლეები:

     24 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

     20 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

     16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

     14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

     12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)    

     11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)

     10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

     9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

     8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)

     7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი (ორივე -“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი კუხიანიძე (4, “ტორპედო”), ნათან ჟუნიორი (“დილა”)  

     6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

     5 - რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ბაჩანა არაბული (“დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”)         

     4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), პეტერ გრაიციარი (“დინამო” თბილისი), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი, ბექა ტუღუში  (ორივე - “ტორპედო”), დავით სვანიძე, ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3) (ყველა - “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”)

     3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი, ზვიად სიხარულია (ყველა - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, გიორგი ფანცულაია  (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი, ბოტი გოა დემელი (ყველა - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), მამუკა ტორონჯაძე (“მერანი”), ირაკლი კლიმიაშვილი, ლადო ახალაია (ორივე - “სიონი”)

     2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, ვალერი იობაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე, ზურაბ მენთეშაშვილი (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, დათო კვირკველია (1), გოგიტა გოგუა (ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1), ომარ გოგონაია (ყველა - “კოლხეთი”), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა ფირცხალავა  (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, გიგა ჟვანია, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე, ლევან კუხალეიშვილი, ირაკლი ღიბრაძე  (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მანწკავა, (ორივე - “სიონი”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”),  მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

     1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, პაპუნა ფონიავა (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი, კარლეს კოტო, უსტარიცი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, მამია გავაშელიშვილი (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, გიორგი აბურჯანია, ლეონარდო რამოსი (ყველა - “დილა”), ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი, ალექსანდრე ქორჩილავა, ნიკოლოზ სიჭინავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” აზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

    0.115218