ცნობილი იტალიელი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო შვეიცარული “სიონის” მოთამაშე-მწვრთნელი აღარაა. ის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გასულ უქმეებზე განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
ჯენარო გატუზო “სიონში” გასულ ზაფხულში გადავიდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, ის მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. იტალიელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით გამართულ 11 თამაშში “სიონმა” მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა, ხოლო გასულ შაბათს, “სენტ განელთან” 0:5 წააგო. შედეგად, გატუზო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მიუხედავად მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებისა, ჯენარო გატუზო “სიონის” ფეხბურთელად კვლავ რჩება. შვეიცარული გუნდის მაისურით მას 32 თამაში აქვს ჩატარებული.