ფეხბურთი

15:52 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო საბერძნეთში იმუშავებს

 

"მილანის” ყოფილი ნახევარმცველი და “პალერმოს” ექს-დამრიგებელი ჯენარო გატუზო ბერძნულ ოფი-ს ჩაუდგება სათავეში. TMW-ს ცნობით, იტალიელს ბერძნულ მხარესთან ჯენტლმენური შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.

უახლოეს პერიოდში, გატუზო საბერძნეთში ჩავა და მოლაპარაკებას ოფიციალურ სახეს მისცემს. სავარაუდოდ, ოფი-ს მთავარი მწვრთნელის რანგში 36 წლის იტალიელის წარდგენა 2 დღის ვადაში მოხდება.

ცნობისათვის, ოფი საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111427