ფეხბურთი

16:31 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო “პალერმოს” მთავარი მწვრთნელია

 

35 წლის ჯენარო გატუზო, რომელიც გასულ სეზონში შვეიცარიის “სიონის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო, იტალიის “პალერმოს” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

სიცილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გატუზომ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაგრძელდება.

“პალერმომ”, რომელიც მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს, “სიონისგან” გატუზოს კონტრაქტი გამოისყიდა, რომელიც 2014 წლამდე იყო გათვლილი.

სიცილიელთა ახალ თავკაცს 21 ივნისს სტადიონ “რენცო ბარბერაზე” წარადგენენ. 


თეგებიგატუზო
0.12021