ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო შვეიცარიული “სიონის” მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და ამ სტატუსით, პირველი მატჩიც მოიგო.
მოთამაშე-მწვრთნელის რანგში, გატუზოს დებიუტი “ლოზანასთან” შვეიცარიის თასის მატჩში შედგა. აღნიშნული შეხვედრა იტალიელის დამოძღვრილმა “სიონმა” 2:0 მოიგო. გატუზომ სამივე ცვლილება გამოიყენა. 86-ე წუთზე, ნახევარმცველმა თავისი თავიც შეცვალა და პირით ხაზს იქით დაიკავა ადგილი.
ცნობისათვის, “სიონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, გატუზომ ვიქტორ მუნიოსი შეცვალა.