ფეხბურთი

15:28 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გასტონ რამირესს ისევ იტალიაში ელიან

ინგლისური “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი გასტონ რამირესი, შესაძლოა, ისევ იტალიაში დაბრუნდეს. Sport Mediaset-ის ცნობით, 22 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენით “ინტერი” და “ფიორენტინა” არიან დაინტერესებულნი.

რამირესი “საუთჰემპტონში” 2012 წლის ზაფხულში “ბოლონიადან” გადავიდა და მას შემდეგ ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

“ინტერის” და “ფიორენტინას” ხელმძღვანელები ტრანსფერის განხორციელებას დამდეგი წლის იანვრისთვის გეგმავენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბებს კონკურენციას თურქული “გალათასარაიც” გაუწევს.

0.122929