კალათბურთი

1:19 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გასოლს და რუბიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პაუ გასოლმა დაადასტურა, რომ მის სამშობლოში დაგეგმილ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ფორვარდმა AS-თან ისაუბრა.

“ეროვნული ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზებ. კალათბურთის თამაშს კიდევ 5 წლის განმავლობაში ვაპირებ. შესაძლოა, “ლეიკერსში”, ეს ჩემი ბოლო დღეებია. ზაფხულში სხვა კლუბების წინადადებებს მოვისმენ და ცხადია, ლეიკერსელებსაც გავესაუბრები”, - აღნიშნა გასოლმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნაკრებისადმი ერთგულება დაადასტურა რიკი რუბიომაც. “თუკი მწვრთნელი გამომიძახებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად ვითამაშებ”, - განაცხადა “მინესოტა ტიმბერვულვზის” გამთამაშებელმა.

0.113715