კალათბურთი

10:34 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გასოლებმა ირანი დაამარცხეს

 

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მატჩი შეჯიბრების მასპინძელმა ესპანეთმა ჩაატარა და მოლოდინისამებრ აზიელი ოპონენტი ირანი იოლად დაამარცხა. პირენელებმა ოთხივე პერიოდი მოუგეს მეტოქეს, სპარსთა ძლევაში კი ყველაზე დიდი წვლილი ძმებმა, პაუ და მარკ გასოლებმა შეიტანეს.

ირანელებთან დაპირისპირებისას მარკმა 15 ქულითა და 10 მოხსნით (მის აქტივში 4 შედეგიანი პასიცაა) ორმაგი დუბლი შეასრულა, პაუმ კი 33 ქულას 8 მოხსნა და 3 დაფარება მიამატა.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

გრანადა. ჯგუფი A

ირანი – ესპანეთი 60:90 (18:27, 15:21, 17:22, 10:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097219