გუშინ იტალიის სერია ა-ში მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ჩემპიონატის ლიდერმა ,,რომამ’’. რუდი გარსიას შეგირდებმა მოულოდნელად საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, “სასუოლოსთან’’ დაკარგეს ქულები. დედაქალაქელთა ესპანელმა თავკაცმა რუდი გარსიამ “კორიერე დელო სპორტისთვის’’ კომენტარი გააკეთა.
”გუნდი ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს. მომწონს თითოეული ფეხბურთელის მოქმედება მინდორზე, თუმცა ბოლო შეხვედრებში არ გაგვიმართლა. გულდაწყვეტილი ვარ, “სასუოლოსთან’’ მატჩში 2 ქულა მსაჯის დამატებულ წუთებზე რომ დავკარგეთ. ამას არაფერი მოასწავებდა. რა გაეწყობა, ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ’’_ განაცხადა გარსიამ.
“ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ხომ კვლავ ცხრილის სათავეში ვართ’’ _ აღნიშნა რომაელთა პირენელმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ დედაქალაქური კლუბი წაუგებლად ასპარეზობს იტალიის ელიტარულ ლიგაში - 10 მოგება, 2 ფრე და შედეგად 32 ქულა. ქულით ნაკლები აქვს “იუვენტუსს’’. შემდეგ ტურში “რომა’’ “კალიარის’’ მასპინძლობს, ხოლო “იუვე” “ლივორნოს’’ ესტუმრება.
დიმიტრი შარიქაძე