ფეხბურთი

19:54 | 17.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

გარსიამ “იუვენტუსის” გაწვრთნა იუარა

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსმა” “რომას” დამრიგებელს, რუდი გარსიას ტურინში მუშაობა შესთავაზა, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა “ბებერი სინიორა” უარით გაისტუმრა.

“იუვენტუსისა” და “რომას” მწვრთნელები ერთმანეთის მსგავს სიტუაციაში არიან – ორივე მათგანს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და ისინი ხელშეკრულების გაგრძელებაზე თანხმობას იმ შემთხვევაში განაცხადებენ, თუ გუნდის გაძლიერების გარანტიებს მიიღებენ.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კონტეს გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს და მის ნაცვლად გარსიას მიწვევას აპირებს. ტურინელებმა, 50 წლის ფრანგ სპეციალისტს წინადადებით უკვე მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

ივარაუდება, რომ რუდი გარსიას აგენტი პასკალ ბუასო “რომასთან”, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში გამართავს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:02 | 06.08.2015
milan21.11.80 (556)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში გამართულ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლია!
საქართველო 78:73 ბოსნია

23:27 | 05.08.2015
milan21.11.80 (556)

მესამე მეოთხედის მიწურულს ანგარიშით 64:55 ვამარცხებთ ბოსნიის ეროვნულ გუნდს

23:15 | 05.08.2015
milan21.11.80 (556)

პირველი ტაიმის შემდეგ: საქართველო - ბოსნია 36:33

12:23 | 05.08.2015
→TORELI← (886)

დგევანდელი თამაშის ყურება თუ შეიძლება სადმე??

09:34 | 05.08.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია ჩვენთანაც მასე მოუვათ

0.067129