ფეხბურთი

15:26 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსია შედეგით კმაყოფილია

 

იტალიური "რომას" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია "მილანთან" (2:0) მოგებული მატჩით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ კლუბს წარმატებული დრო უდგას.

“ფიორენტინასთან" და "მილანთან" მოგებული შეხვედრებით დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და წარმატებულ სვლას განვაგრძობთ. პირველ ტაიმში პიანიჩის მიერ გატანილი გოლით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მეორე ნახევარს, ვერ ვიტყვი, რომ გუნდმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ სეზონში ძალიან დავიტვირთებით, ორ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ." - განუცხადა SKy Sport-ს ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს "ნაპოლისთან" სტუმრად განცდილი მარცხის შემდეგ, "რომამ" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და ამ დროისთვის "იუვენტუსს" 5 ქულით ჩამორჩება.

გიორგი ბალახაძე

0.115119