"მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ხავი გარსია, კარიერას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ესპანელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და რუსებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ზენიტმა" ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 13 მილიონი გირვანქა გადაუხადა. 27 წლის ფეხბურთელი "ზენიტში" 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გარსია პრემიერლიგის ჩემპიონის რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობდა. "სიტის" მაისურით, ესპანელმა 76 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის ავტორიც გახდა.
გიორგი ბალახაძე