“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი სხვა კლუბში არ გადავა.
ცოტა ხნის წინათ, პიანიჩმა განაცხადა, რომ ის კარიერის “ბარსელონაში”, ან “პარი სენ ჟერმენში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა. როგორც ჩანს, ეს კომენტარი გარსიას ნერვიულობის საბაბს არ აძლევს.
“პიანიჩის განცხადებას გავეცანი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს “ბარსელონასა” და პსჟ-ს მხირდან გამოვლენილ ინტერესზე მისი თავაზიანი პასუხი იყო. პიანიჩის რომაულ მომავალთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.” – ციტირებს გარსიას სიტყვებს Sky Sport Italia.