იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი კენჭისყრის დროს მეოთხე კალათაში მოხვდა და როგორც აუტსაიდერი "ქალაქელების" წინააღმდეგ თავს არ დაზოგავს.
"სეზონი კარგად დავიწყეთ და ცსკა-ს დამაჯერებლად მოვუგეთ. ამ გამარჯვებამ უფრო მეტი მოტივაცია შეგვმატა. მომდევნო მატჩისთვის მოსაგებად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კენჭისყრის დროს მეოთხე კალათაში მოვხვდით, რაც ნიშნავს რომ აუტსაიდერები ვართ, განსაკუთრებით ინგლისური და გერმანული კლუბების წინააღმდეგ თამაშისას. ეს ფაქტორი ჩვენ უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს. მძიმე მატჩი გველოდება, შევეცდებით შანსები გამოვიყენოთ და "სიტის" პრობლემები შევუქმნათ", - განაცხადა გარსიამ
"რომას" სეზონის სტარტი ჩინებული გამოუვიდა, "მგლებმა" იტალიის ჩემპიონატში ხუთივე მატჩი მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა შინ 5:1 გაანადგურეს.
გიორგი ბალახაძე