"სიეტლ სუპერსონიქსის" ლეგენდარული გამთამაშებელი გარი პეიტონი 2013 წელს დიდების დარბაზის წევრი გახდება - იტყობინება NBA.com-ის ჟურნალისტი სკოტ ჰოვარდ-კუპერი.
პეიტონმა კარიერის განმავლობაში ნბა-ში 17 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში იცავდა "სიეტლის", "მილუოკის", "ლეიკერსის", "ბოსტონისა" და"მაიამის" ღირსებას.
2006 წელს, ყველა ვარსკვლავთა მატჩის 9-გზის მონაწილემ "ჰიტის" შემადგენლობაში მაინც მოახერხა საჩემპიონო ბეჭდის მოგება.