ფეხბურთი

19:20 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილმა “მანჩესტერისთვის” შესანიშნავი შვიდეული შეადგინა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი იმ მოთამაშეებს ასახელებს, რომლებიც, მისი აზრით, დევიდ მოიესის გუნდს გააძლიერებენ.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” “ჩელსის” შემტევს, ხუან მატას იწვევენ, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელი ნევილის სიაში ვერ მოხვდა.

“გუნდმა პოლ პოგბა, მარკო როისი, ლიუკ შოუ და არტურო ვიდალი უნდა მოიწვიოს. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც “მანჩესტერს” იდეალურად მოერგებიან.

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ლუკას მოურას, ილქაი გიუნდოგანსა და იულიან დრაქსლერს. ამ ფეხბურთელებს თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ არ გამოუვლენიათ, მაგრამ მათ დიდი პოტენციალი აქვთ. უახლოეს მომავალში, ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იქნებიან.

მიმაჩნია, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელები “მანჩესტერს” მწვერვალზე დაბრუნებაში დაეხმარებიან.” – აცხადებს გარი ნევილი, რომელსაც “იუნაიტედის” შემადგენლობაში 602 თამაში აქვს ჩატარებული.

0.114432