ფეხბურთი

18:29 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გარი კეჰილი: “ვიმედონებ, აზიაში კარგ შოუს მოვაწყობთ”

 

ლონდონის “ჩელსის” მცველ გარი კეჰილს სჯერა, რომ საზაფხულო აზიური ტური გუნდის გაერთიანებისთვის და საბრძოლო განწობის ამაღლებისთვის სასარგებლო იქნება – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“ძალიან კარგია, როცა ფეხბურთელები ერთად დიდ დროს ატარებენ. იქ ადამიანები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან და გუნდში ერთიანობის განცდა მატულობს, - ამბობს კეჰილი, - მოუთმენლად ველით საზაფხულო ტურის დაწყებას, ახალი მწვრთნელით და მინიმუმ ერთი ახალი ფეხბურთელით – ანდრე შიურლეთი. ტური 3 ქვეყანაში მოგვიწევს. ჯერ აზიელი ქომაგების დამოკიდებულება არ განმიცდია და ძალიან მაინტერესებს. თავად არ მინახავს, მაგრამ ბევრს უთქვამს, რომ იქ ძალიან უყვართ ინგლისის პრემიერლიგა და კონკრეტულად “ჩელსი. ვფიქრობ, აზიაში კარგ შოუს მოვაწყობთ”.

თეგებიკეჰილიაზია
0.096933