ფეხბურთი

18:40 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარეტ ბარის მუნდიალზე თამაშის იმედი არ აქვს

“ევერტონის” ნახევარმცველ გარეტ ბარის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამგზავრების იმედი აღარ აქვს. შუახაზელს მიაჩნია, რომ ინგლისელთა დამრიგებელ როი ჰოჯსონს მისი იმედი დიდი ხანია აღარ აქვს.

“ორი წელიწადია, ჰოჯსონთან არ მისაუბრია. ვფიქრობ, მან უკვე ჩამომწერა. “ევერტონში” გადასვლისას, სანაკრებო შანსზე არ მიფიქრია, მაგრამ სეზონმა კარგად ჩაიარა და ინგლისის ნაკრებში დაბრუნების მცირე იმედი გამიჩნდა. დანიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის 30 ფეხბურთელი გამოიძახეს და კარგი იქნებოდა, ერთ-ერთი მე ვყოფილიყავი. მოვიტყუები, ჩემი იმედგაცრუება რომ დავმალო”, - განუცხადა ბარიმ ბრიტანულ მედიას.

ცნობისათვის, გარეტ ბარის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 53 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

თეგებიგარეტ ბარი
0.116225