ფეხბურთი

14:39 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ბრუნო მეტსიუ

ფრანგი მწვრთნელი ბრუნო მეტსიუ 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. შარშან მას სიმსივნე აღმოუჩინეს და მეტსიუმ იმკურნალა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. ის საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკის კლინიკაში გარდაიცვალა.

ბრუნო მეტსიუ ლეგენდად დარჩება სენეგალში. ფრანგმა მწვრთნელმა ამ ქვეყნის ნაკრები ისტორიაში პირველად (და ჯერჯერობით, უკანასკნელად) გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და იქაც სასწაული მოახდინა: საფრანგეთს სძლია, დანიასა და ურუგვაის ფრედ ეთამაშა, მერვედფინალში შვედეთი გამოთიშა და მეოთხედფინალში თურქეთთან წააგო.

მეტსიუ ასევე წარმატებით მუშაობდა აზიურ კლუბებში, ბოლოს კი არაბეთის გაერთიანებებული ემირატების კლუბ "ალ-ვასლიში" საქმიანობდა. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130809