ფეხბურთი

15:52 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ბრაზილიის ლეგენდარული კაპიტანი ბელინი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი – ბელინი. ის ბოლო 3 წლის განმავლობაში ავადმყოფობდა.

ბელინი ნაკრების კაპიტანი გახლდათ 1958 წლის მუნდიალზე, როცა ბრაზილიელებმა პირველად მოიპოვეს ჩემპიონობა. ვისენტე ფეოლას ფანტასტიკურ გუნდში თამაშობდნენ პელე, გარინჩა, დიდი, ვავა, ზაგალო, ნილტონ სანტოსი, ჯალმა სანტოსი და სხვები... ბელინი ცენტრალური მცველი გახლდათ.  

ბელინის ნაკრებში 51 მატჩი ჩაუტარებია. ის 1962 წელსაც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, 430-ჯერ უთამაშია “ვასკო და გამაში”, ხოლო 205-ჯერ – “სან პაულოში”.

პელე: “ბელინი მუდამ მეხმარებოდა 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. მე ხომ იმ დროს 17 წლისა ვიყავი. ასეთ ახალგაზრდას, ყველაფერი უჩვეულოდ მეჩვენებოდა და თავი ზღაპარში მეგონა. ბელინის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბრაზილიური ფეხბურთისთვის”.

0.129233