ფეხბურთი

19:27 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარაისთვის ბრძოლა გაჩაღდა

 

ესპანური მედიის ცნობით, "ვალენსია" ლისაბონის "ბენფიკას" 27 წლის მცველ ეზეკიელ გარაისთვის ბრძოლაში ჩაერთო.  

ესპანური კლუბი მზადაა არგენტინელ მცველსა და ბრაზილიური წარმოშობის ესპანელ თავდამსხმელ როდრიგოში ჯამში 50 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

გარაისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და ტურინის "იუვენტუსიც" იჩენენ. როგორც უკვე იცით "ვალენსიას" პრეზიდენტი სინგაპურელი პიტერ ლიმი გახდა და ბიზნესმენმა ტრანსფერებითვის 342 მილიონი გირვანქა გამოყო.

გარაი 2011 წელს მადრიდის "რეალმა" "ბენფიკაში" 5.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვა. ფეხბურთელმა 2013/14 წლების სეზონში ლისაბონელთა მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.117662