ფეხბურთი

13:11 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გარაი “მანჩესტერს” უარყოფს

 

ლისაბონის “ბენფიკას” მცველმა ესეკიელ გარაიმ განაცხადა, რომ ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეთანხმებისთვის არ მიუღწევია. არგენტინელის მიზანი პორტუგალიაში თამაშია.

“მანჩესტერში” გადასვლაზე არაფერი მსმენია. “ბენფიკასთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს. ლისაბონში ყოფნა და თამაში მინდა”, - განუცხადა გარაიმ Record-ს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გარაი “მანჩესტერთან” უკვე შეთანხმებული იყო და “ოლდ ტრაფორდზე” მომდევნო სეზონიდან უნდა ეთამაშა. საქმე ისე მიდის, რომ ამ ეტაპზე, არგენტინელი “წითელი ეშმაკებისგან” საკმაოდ შორსაა.

აღსანიშნავია, რომ გარაის ხილვით “მანჩესტერ სიტიცაა” დაინტერესებული.

 

0.10244